გაროხის სუპი


მომზადების დრო 2სთ 30წთ
პორცია:8
ინგრედიენტები:
ხმელი გაროხი 250გრ
ხახვი 1ც
სტაფილო 1ც
დაფნის ფოთოლი 1ც
პილპილი
კამა 1კონა
ღორის შებოლილი ხორცი 150გრ
ნიორი 1კბილი
კარტოფილი 4ც
წიწაკის მარცვლები 5ც
მარილი

Continue reading

Advertisements

მწვანე გაროხის კრემ-სუპი

საოცრად გემრიელი და ლამაზი სუპი

ინგრედიენტები:
მწვანე გაროხი 500გრ
ნაღები 200გრ(10-20-%)
კარტოფილი 200გრ
ხახვი 100გრ
პიტნა 2-3ღერო
კარაქი 1ს/კ
მარილი გემოვნებთ

მომზადების წესი:
ხახვი გავასუფთაოთ და წვრილად დავჭრათ.

კარტოფილიც გავასუფთაოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

პიტნის ღეროებს გავაცალოთ ფოთლები და წვრილად დავჭრათ.

ქვაბში ჩავუშვათ ცხიმი და ხახვი, ხახვი მოვთუშოთ 3-5წუთის მანძილზე დარბილებამდე.

დავასხათ 500-600მლ წყალი და ავადუღოთ, დავამატოთ კარტოფილი და მოვაყაროთ მარილი. ვადუღოთ სანამ კარტოფილი არ დარბილდება.

შემდეგ დავამატოთ გაროხი და პიტნა. და კიდევ წამოვადუღოთ 1-2 წუთით.

შემდეგ სუპი ჩავასხათ ბლენდერში და დავაბლენდეროთ სასიამოვნო კრემისებრ სტრუქტურამდე, შემდეგ დავაბრუნოთ ისევ ქვაბში და მოვასხათ ნაღები. ამოვურიოთ და გავათბოთ სუპი სასურველ ტემპერატურამდე, მაგრამ არ ავადუღოთ.